---
title: "მუხლი 1. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/1"
law: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 33484"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/1

1. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) არის საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ეროვნული ბიბლიოთეკის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. ეროვნული ბიბლიოთეკა არის აგრეთვე ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი და ამ სამუშაოების კოორდინატორი სამინისტროსთან ერთად.
საქართველოს 2012  წლის  9 ივნისის კანონი № 6608 – ვებგვერდი, 10 .07 .2012წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1629 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3048 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №380 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3867 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №103 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №262 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/2.md
