---
title: "მუხლი 10. ეროვნული ბიბლიოთეკის მართვა — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/10"
law: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 33484"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ეროვნული ბიბლიოთეკის მართვა — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/10

1. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას მართავს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ამ კანონისა და თავისი კომპეტენციის შესაბამისად გენერალური დირექტორი პასუხს აგებს ბიბლიოთეკის საქმიანობაზე.

3. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგარიშს ბანკში, განაგებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრებს, აგრეთვე გამოსცემს ბრძანებებს და იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მუშაკისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს და ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტების დირექტორებს
საქართველოს 2012  წლის 29 ივნისის კანონი №6608 – ვებგვერდი, 10 .07.2012წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №262 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/11.md
