---
title: "მუხლი 11. სამინისტროს გარანტია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველსაყოფად — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/11"
law: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 33484"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამინისტროს გარანტია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველსაყოფად — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/11

1. სამინისტრო არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სამინისტრო არ ერევა ეროვნული ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას;
ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ხელშეწყობას მისი ფინანსური მხარდაჭერით და შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარებით;
გ) ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებასა და რეგისტრაციას, აგრეთვე მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს;
დ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ნაბეჭდი პროდუქციის უფასო სავალდებულო ეგზემპლარების გამოყოფას;
ე) ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ხელისუფლების ორგანოებისა და ნებისმიერი უწყების ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას;
ვ) კადრების მომზადებისა და გადამზადების, შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
ზ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობის ხელშეწყობას;
თ) ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში გაწევრებას, სხვა სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში მონაწილეობას.

3. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა პირობები გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №262 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/12.md
