---
title: "მუხლი 12. ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსება — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/12"
law: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 33484"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსება — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/12

1. ეროვნული ბიბლიოთეკა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცალკე სტრიქონად გამოყოფით.

2. საბიუჯეტო ასიგნებათა გარდა ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროა საქველმოქმედო შემოწირულობანი და სხვა ნებადართული შემოსავალი.

3. ეროვნული ბიბლიოთეკა დამოუკიდებლად ანაწილებს და იყენებს არასაბიუჯეტო ფინანსურ რესურსებს თავისი დებულებით განსაზღვრული წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/13.md
