---
title: "მუხლი 6. ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც სახელმწიფო საკუთრების ობიექტი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/6"
law: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 33484"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც სახელმწიფო საკუთრების ობიექტი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/6

1. ეროვნული ბიბლიოთეკა, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით ფასეული ობიექტი, არის მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრება. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, სტატუსის შეცვლა ან ლიკვიდაცია, მისი ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა გარანტირებულია.

2. დაუშვებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების პრივატიზაცია.

3. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი მის უვადო სარგებლობაშია და არ ექვემდებარება გასხვისებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/7.md
