---
title: "მუხლი 8. ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებანი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/8"
law: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 33484"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებანი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/8

ეროვნული ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:
ა) განაგოს სახელმწიფო სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და თავისი დებულების საფუძველზე;
ბ) მონაწილეობდეს სახელმწიფო საგამომცემლო და საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში;
გ) გაწევრიანდეს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ ბიბლიოთეკას;
ე) ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას, ჰქონდეს საკუთარი გამომცემლობა და სტამბა;
ვ) ეწეოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33484-sakartvelos-parlamentis-erovnuli-bibliotekis-shesakheb/9.md
