---
title: "მუხლი 1 — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/1"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-10-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-10-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/1

ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2.md
