---
title: "მუხლი 13¹ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-1"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "13^1"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13¹ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 13¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-1

1. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მისი ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება .

2. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების გარდა, საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიებისათვის ან/და ცალკეული საჯარო დაწესებულებებისათვის შეიძლება დაწესდეს საჯარო მოსამსახურის ქცევის სპეციალური წესები.

3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთათვის საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესების ხელმისაწვდომობა და გაცნობა.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესები.

5. საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე, თუ კანონით ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით (რეგლამენტით) ან ამ საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-2.md
