---
title: "მუხლი 13⁴ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-4"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "13^4"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13⁴ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 13⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-4

1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის; გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე/არჩევამდე ან დანიშვნის/არჩევის შემდეგ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი.

3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნიდან/არჩევიდან 1 თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე, საჯაროდ განაცხადოს მასთან დაკავშირებული იმ პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე საჯარო დაწესებულებაში, სადაც საქმიანობს საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის სათანადო წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებულია მასთან დაკავშირებული პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათი კავშირის ამსახველი ინფორმაცია, წარედგინება და აღირიცხება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში.

4. ამ თავის მიზნებისათვის „საჯარო მოსამსახურესთან დაკავშირებულ პირში“ იგულისხმება ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე სხვა პირი, რომლებთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო მეურნეობა (შინამეურნეობა), ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №193 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-5.md
