---
title: "მუხლი 13⁶ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-6"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "13^6"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13⁶ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 13⁶ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-6

1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ე 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია გენერალური აუდიტორის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3268 – ვებგვერდი, 13.08.2018წ საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი IV. ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/14.md
