---
title: "მუხლი 2¹ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2-1"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "2^1"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2¹ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 2¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2-1

1. ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურეები არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომ – მოხელე) და საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები.

2. ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისებისა.

3. ამ კანონის მიზნებისთვის მრჩეველი არის პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელისთვის, იმ საწარმოს ხელმძღვანელისთვის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №836 - ვებგვერდი, 30.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2-2.md
