---
title: "მუხლი 20¹⁰ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/20-10"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "20^10"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20¹⁰ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 20¹⁰ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/20-10

1. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს და უნდა შეიცავდეს: ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალსა და აღწერას; გ) მხილებულის პოზიციას; დ) გადაწყვეტილების დასაბუთებას.

2. დაუშვებელია, განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებას, ფაქტს, მტკიცებულებას ან არგუმენტს, რომელიც მხილების განცხადების განხილვის პროცესში სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა.

3. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ მხილებულსა და მამხილებელს. ანონიმური მხილების შემთხვევაში განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ მხილებულს.

4. მხილების განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/20-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/20-11.md
