---
title: "მუხლი 5¹ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5-1"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "5^1"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-10-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5¹ — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 5¹ (consolidated as of 2026-10-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5-1

ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქრად“ არ ჩაითვლება:
ა) სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო, პრემია;
ბ) „დიპლომატიური საჩუქარი“, რომელიც გადაეცემა საჯარო მოსამსახურეს ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტის დროს პროტოკოლით გათვალისწინებული წესით და რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლ არს;
გ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ან დაწესებულების მიერ საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის პირად საკუთრებაში გადაცემული სიმბოლური ნიშანი ან სუვენირი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს და რომელიც მიღებულია ერთი წყაროდან ოფიციალური ღონისძიების ჩატარების დროს;
დ) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქ ონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც არ წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს;
ე) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება;
ვ) საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა იმ კულტურული ფასეულობებისა, რომლებიც გათვალისწინებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით .
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6992 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5-2.md
