---
title: "მუხლი 5² — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5-2"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "5^2"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-10-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5² — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 5² (consolidated as of 2026-10-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5-2

თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულების/ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო ამ კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს .
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5991 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/6.md
