---
title: "მუხლი 5 — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-10-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-10-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5

1. ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს.

2. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

3. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

4. ამ კანონის მიზნებისთვის მიღებულ სარგებლად არ მიიჩნევა პირის მიერ ამ კანონის 5 1 მუხლის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული სარგებელი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ პირისთვის გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო, პრემია ან პირის მიერ საკუთრების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №396 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/5-1.md
