---
title: "მუხლი 9 — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/9"
law: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 33550"
adopted: "1997-10-17"
consolidated_as_of: "2026-10-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9 — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-10-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/9

1. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით.

2. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება.

3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, მიიღოს რაიმე ანაზღაურება საჯარო სექტორში შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33550-koruptsiis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/10.md
