---
title: "მუხლი 20 — ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3355869-pizikuri-da-kerdzo-samartlis-iuridiuli-pirebis-mplobelobashi-sargeblob/20"
law: "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ"
article: "20"
identifier: "376"
adopted: "2016-07-28"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 20 — ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ, მუხლი 20 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/3355869-pizikuri-da-kerdzo-samartlis-iuridiuli-pirebis-mplobelobashi-sargeblob/20

1. კომისია წელიწადში ორჯერ, არა უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ამზადებს საქმიანობის ანგარიშს. კომისიის საქმიანობის ანგარიში ეგზავნება:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებელს/მერს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენი ანგარიში შედგენილი უნდა იყოს ამავე ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეკომენდაციო ინსტრუქციის შესაბამისად.

3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 134-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია,  კომისიას მოსთხოვოს დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები. კომისია ვალდებულია, მოთხოვნილი დოკუმენტი და ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
თავი
IV
გარდამავალი დებულებანი

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3355869-pizikuri-da-kerdzo-samartlis-iuridiuli-pirebis-mplobelobashi-sargeblob/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3355869-pizikuri-da-kerdzo-samartlis-iuridiuli-pirebis-mplobelobashi-sargeblob/21.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
