---
title: "მუხლი 11. ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/11"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "11"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/11

1. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის ერთიანობა.

2. ყველა ოჯახის წევრს აქვს უფლება, მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად იქნეს განხილული.

3. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიენიჭა ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან მას გაუხანგრძლივდა ჰუმანიტარული სტატუსი ან გაუგრძელდა დროებითი დაცვის ვადა, მასთან ერთად მყოფ მის ოჯახის წევრსაც, ისევე, როგორც არასრულწლოვანს, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც/მეურვეც/მზრუნველიც/მხარდამჭერიც არის ეს პირი, ენიჭება ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან მას უხანგრძლივდება ჰუმანიტარული სტატუსი ან უგრძელდება დროებითი დაცვის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კანონის მე-17 ან მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/12.md
