---
title: "მუხლი 12. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/12"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "12"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/12

არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“ და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ოჯახის ერთიანობის პრინციპს, არასრულწლოვნის კეთილდღეობას, სოციალურ განვითარებას, უსაფრთხოებას და არასრულწლოვნის მოსაზრებას, მისი ასაკისა და უნარების (მათ შორის, განვითარების დონის, აღქმისა და კომუნიკაციის უნარების) გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/13.md
