---
title: "მუხლი 15. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/15"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "15"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/15

1. ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

2. იმ ადამიანთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, აღიაროს ლტოლვილები ჯგუფური პრინციპით („prima facie“), მათი წარმოშობის ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/16.md
