---
title: "მუხლი 16. ადგილზე წარმოშობილი („sur place“) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/16"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "16"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ადგილზე წარმოშობილი („sur place“) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/16

1. საერთაშორისო დაცვის საჭიროება შეიძლება ეფუძნებოდეს საქართველოში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებათა მნიშვნელოვნად შეცვლას ან ისეთ ქმედებას, რომელსაც იგი წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ ახორციელებს.

2. თუ პირმა სამინისტროს განმეორებით მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, მას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის დარღვევის გარეშე შეიძლება უარი ეთქვას ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე, თუ პირის დევნის რისკი იმ გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც მან წინასწარი განზრახვით, ხელოვნურად შექმნა წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/17.md
