---
title: "მუხლი 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/18"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "18"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/18

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი (გამოირიცხება ლტოლვილის სტატუსიდან), თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, თუმცა მის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით მსგავსი ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად;
ბ) მან საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/19.md
