---
title: "მუხლი 23. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/23"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "23"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/23

1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას.

2. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სახელმწიფო უწყებას. ასეთ შემთხვევაში იგი, ამ კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

3. სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რომელიც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. სახელმწიფო უწყება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიღებისთანავე ადგენს ოქმს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს, ხოლო ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება ადგენს ოქმს და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროში.

6. (ამოღებულია - 18.04.2024, №4138).
საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4138 - ვებგვერდი, 02.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/24.md
