---
title: "მუხლი 30. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/30"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "30"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/30

1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება პირის ასაკსა და წარმომავლობას, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებთან, მის იდენტობასთან, მოქალაქეობასთან (მოქალაქეობებთან), წარმოშობის ქვეყანასთან (ქვეყნებთან), ადგილთან (ადგილებთან), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებთან და გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

2. ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად განიხილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/31.md
