---
title: "მუხლი 33. დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი (სუბიექტები) — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/33"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "33"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი (სუბიექტები) — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-10-01.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/33

დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი (სუბიექტები) შეიძლება იყოს (იყვნენ):
ა) სახელმწიფო;
ბ) დაჯგუფება ან ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს;
გ) არასახელმწიფო სუბიექტი (სუბიექტები), თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ შეუძლიათ ან არ სურთ ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/34.md
