---
title: "მუხლი 34. დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი (სუბიექტები) — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/34"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "34"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი (სუბიექტები) — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/34

1. პირი დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან შეიძლება დაიცვას:
ა) სახელმწიფომ; ამასთანავე, მას უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანი და ხანგრძლივი დაცვა;
ბ) დაჯგუფებამ ან ორგანიზაციამ, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს; ამასთანავე, მას უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანი და ხანგრძლივი დაცვა.

2. დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან დაცვა ეფექტიანია, თუ დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი (სუბიექტები) დევნის ან სერიოზული ზიანის თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის ახორციელებს (ახორციელებენ) სათანადო მოქმედებებს, რომლებზედაც თავშესაფრის მაძიებელს ხელი მიუწვდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/35.md
