---
title: "მუხლი 38. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/38"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "38"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/38

1. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/ მზრუნველის/მხარდამჭერის თანდასწრებით, ხოლო თუ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სხვა საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება – მისი ადვოკატის თანდასწრებით. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია აქვს.

3. თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ასაკი და უნარები (მათ შორის, განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარები).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/39.md
