---
title: "მუხლი 39. წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/39"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "39"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/39

1. თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც აცხადებს, რომ არის წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლი, ან რომელსაც ასეთი ნიშნები აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვამდე ხელი უნდა მიუწვდებოდეს შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად უნდა იქნეს განხილული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/40.md
