---
title: "მუხლი 43. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/43"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "43"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/43

1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

2. თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე და მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი) ეგზავნება/გადაეცემა 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით.

3. (ამოღებულია - 11.05.2022, №1567).

4. თუ ოჯახის წევრთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს, საერთაშორისო დაცვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება განმცხადებლის ოჯახის წევრებზედაც ვრცელდება.

5. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამის მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.

6. თუ თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, ან პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ამასთანავე, შეუძლებელია მისი გაძევება წარმოშობის ქვეყანაში, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მას შეიძლება მიეცეს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება.

7. (ამოღებულია - 05.07.2018, №3099).

8. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ან ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1567 – ვებგვერდი, 17.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/44.md
