---
title: "მუხლი 47. გადაწყვეტილების გასაჩივრება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/47"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "47"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. გადაწყვეტილების გასაჩივრება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/47

1. ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

2. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით დადგენილი უფლებებითა და გარანტიებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1567 – ვებგვერდი, 17.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/48.md
