---
title: "მუხლი 48. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/48"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "48"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/48

ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით, დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს, წარადგინოს ინდივიდუალური განცხადება მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მიზნით. ამ განცხადების განხილვის პერიოდში იგი სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით და ასრულებს ამავე კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/49.md
