---
title: "მუხლი 49. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის სამართლებრივი გარანტიები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/49"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "49"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის სამართლებრივი გარანტიები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/49

დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი:
ა) დაუყოვნებლივ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული და მას 10 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი;
ბ) უნდა განსახლდეს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, აგრეთვე მას უნდა გაეწიოს დახმარება მშობლებისა და ნათესავების მოსაძებნად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/49-1.md
