---
title: "მუხლი 55. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/55"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "55"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/55

1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს ამ პირის ოჯახის წევრის (წევრების) წარმოებული სტატუსის შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის წევრი (წევრები) აკმაყოფილებს (აკმაყოფილებენ) ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლით გათვალისწინებულ სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. ოჯახის წევრისათვის (წევრებისათვის) წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხს უფლებამოსილი პირი განიხილავს ინდივიდუალურად, მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც შეუწყდათ, გაუუქმდათ ან ჩამოერთვათ წარმოებული სტატუსი, უნდა შეატყობინოს ამის შესახებ, ამასთანავე, უნდა აცნობოს, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს მათ უფლებაზე, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვონ საერთაშორისო დაცვა.
თავი VII
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მქონე პირთა უფლება-მოვალეობანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/56.md
