---
title: "მუხლი 59. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მოვალეობები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/59"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "59"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მოვალეობები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-10-01.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/59

ლტოლვილი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს;
ბ) აცნობოს სამინისტროს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შესახებ;
გ) დაუკავშირდეს უფლებამოსილ თანამდებობის პირს ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/60.md
