---
title: "მუხლი 60. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/60"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "60"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/60

1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო კოორდინაციას უწევს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დახმარების სფეროში.

2. ამ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური შემწეობის გაცემა შეუჩერდება იმ ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, რომელიც:
ა) საქართველოს 1 თვეზე მეტი ვადით დატოვებს;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში;
გ) პირადი განცხადებით უარს იტყვის ყოველთვიური შემწეობის მიღებაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყოველთვიური შემწეობა აღდგება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ პირადი განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/61.md
