---
title: "მუხლი 61. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/61"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "61"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-10-01.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/61

დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს:
ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმისა და მინიჭებული სტატუსიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესახებ;
ბ) მიიღოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მქონე პირის ცნობა და დროებითი ბინადრობის მოწმობა მისთვის მინიჭებული დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მოქმედების ვადით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს სამედიცინო მომსახურება;
დ) ისარგებლოს სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების უფლებით, ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ზ) უზრუნველყოფილი იყოს კვებითა და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი დახმარებით მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/62.md
