---
title: "მუხლი 71. საქართველოს პროკურატურა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/71"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "71"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. საქართველოს პროკურატურა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-10-01.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 71 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/71

1. საექსტრადიციო პროცედურების განხორციელებისას საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება.

2. საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ აწვდის სამინისტროს საექსტრადიციო პროცედურაში მყოფი პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.

3. საქართველოს პროკურატურა აწვდის სამინისტროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის საექსტრადიციო დოკუმენტაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/72.md
