---
title: "მუხლი 73. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/73"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "73"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 73 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/73

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აწვდის მას საერთაშორისო დაცვის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას, ამ კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით;
ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ეხმარება მას საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის გაერთიანებაში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ვიზას საქართველოში გამომგზავრების მსურველ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებზე;
გ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დახმარებით ხელს უწყობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ნებაყოფლობით რეპატრიაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/74.md
