---
title: "მუხლი 74. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/74"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "74"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 74 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/74

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;
ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს და იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით;
გ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3874 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/75.md
