---
title: "მუხლი 77. სამინისტროს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/77"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "77"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. სამინისტროს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/77

1. სამინისტრო საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2. სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან თანამშრომლობს „საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის“ 1996 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების ფარგლებში. ამ კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველო თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან.
თავი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/78.md
