---
title: "მუხლი 78. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/78"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "78"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 78 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/78

1. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. 2017 წლის 1 თებერვლამდე სამინისტრომ შეიმუშაოს და მინისტრმა დაამტკიცოს:
ა) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი;
ბ) თავშესაფრის პროცედურა;
გ) მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი;
დ) თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი;
ე) ამ კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები.

3. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის – სამგზავრო პასპორტის ფორმა და გაცემის წესი.

4. (ამოღებულია - 05.07.2018, №3099).
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/79.md
