---
title: "მუხლი 8. არგაძევების პრინციპი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/8"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "8"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. არგაძევების პრინციპი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-10-01.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/8

1. თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას, ან რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/9.md
