---
title: "მუხლი 9. დაკავება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/9"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "9"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. დაკავება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/9

1. დაკავება არის უკიდურესი ზომა, რომელიც დისკრიმინაციული არ უნდა იყოს და მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

2. თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ხდება, თუ:
ა) არსებობს მისი მიმალვის ან/და უფლებამოსილ თანამდებობის პირთან თანამშრომლობისათვის თავის არიდების საფრთხე;
ბ) ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

3. თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი.

4. დაკავებული თავშესაფრის მაძიებელი სხვა სახის სამართალდამრღვევთაგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს. ქალი და მამაკაცი უნდა მოთავსდნენ ცალ-ცალკე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არიან. არასრულწლოვანი უნდა მოთავსდეს სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ისინი ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები არ არიან. ოჯახის ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ არ არსებობს უსაფრთხოების სხვა საფუძვლები, რომლებიც მის წევრთა განცალკევებას საჭიროებს.

5. (ამოღებულია - 05.07.2018, №3099).
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/10.md
