---
title: "მუხლი 12. სააგენტოს ექსკლუზიური კომპეტენცია — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/12"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სააგენტოს ექსკლუზიური კომპეტენცია — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/12

ამ კანონის მე-7 მუხლის „ა.ა“–„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით, მე-9–მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება განეკუთვნება სააგენტოს ექსკლუზიურ კომპეტენციას. დაუშვებელია ანალოგიური ამოცანებისა და უფლებამოსილებების მქონე სხვა სახელმწიფო ორგანოს შექმნა და ფუნქციონირება საქართველოს ტერიტორიაზე.
თავი III
ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებათა განხორციელება. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/13.md
