---
title: "მუხლი 18. პასუხისმგებლობა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/18"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. პასუხისმგებლობა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/18

1. თუ სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების შედეგად დარღვევა გამოვლინდა ან დარღვევის თაობაზე საკმარისი მტკიცებულებები შემოწმების გარეშეც არსებობს, სააგენტო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
სააგენტოს სისტემის ორგანიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/19.md
