---
title: "მუხლი 21. სააგენტოს უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/21"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სააგენტოს უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/21

სააგენტოს უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია საჯარო ან კერძო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან. სააგენტოს უფროსს უფლება არა აქვს, ახორციელებდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. არ შეიძლება სააგენტოს უფროსი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან სხვაგვარად მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/22.md
