---
title: "მუხლი 23. სააგენტოს მოსამსახურე — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/23"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სააგენტოს მოსამსახურე — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/23

1. სააგენტოს მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე.

2. სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო სპეციალური წოდება.

3. სააგენტოს შეიძლება ჰყავდეს ღია და ფარულ შემადგენლობებში მყოფი მოსამსახურეები.

4. თუ სააგენტოს მოსამსახურე თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზნით მონაწილეობას მიიღებს სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სპეციალური მომზადების პროგრამაში და ამ პროგრამას სააგენტო აფინანსებს, სააგენტოსა და მოსამსახურეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მას უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს სამსახურიდან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მოსამსახურე სააგენტოს აუნაზღაურებს მისი თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისთვის გაწეულ ხარჯებს.

5. სააგენტოს შტატგარეშე მოსამსახურესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სააგენტოში ან სხვაგან, გარდა საგამოძიებო ორგანოსი, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობაზე.
თავი VI
სააგენტოს საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/24.md
