---
title: "მუხლი 24. საპარლამენტო კონტროლი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/24"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საპარლამენტო კონტროლი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/24

1. სააგენტოს საქმიანობას საქართველოს პარლამენტი აკონტროლებს საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება ნდობის ჯგუფის მეშვეობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

3. სააგენტოს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3894 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/25.md
