---
title: "მუხლი 34. დასკვნითი დებულებანი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/34"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. დასკვნითი დებულებანი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/34

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–32-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლი (გარდა „ა“, „ბ“, „გ.ბ“, „გ.გ“ და „მ“–„ო“ ქვეპუნქტებისა), მე-3–მე-6 მუხლები, მე-7 მუხლი (გარდა „ა.დ“ ქვეპუნქტისა), მე-8 მუხლი (გარდა პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა), მე-9 მუხლი (გარდა მე-7 პუნქტისა), მე-11 და მე-12 მუხლები, მე-13 მუხლი (გარდა „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა), მე-14 მუხლი (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა), მე-15 მუხლი და მე-17–32-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი, მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და მე-16 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“–„ო“ ქვეპუნქტები, მე-7 მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
22 მარტი 2017 წ.
N475-IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/33.md
