---
title: "მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/4"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/4

1. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, სააგენტოს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სააგენტოს უფროსის წარდგინებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

2. სააგენტოსა და მის მოსამსახურეებზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

3. სააგენტოს საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 10
1
და 10
2
მუხლებისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/5.md
